loader

კადრები წაღვერის ტყიდან, სადაც ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კადრები წაღვერის ტყიდან, სადაც ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სახანძრო-სამაშველო ჯგუფების და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის დახმარებით ინტენსიურად მიმდინარეობს, დაბა წაღვერის მახლობლად, არჯევანის ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზება. ცეცხლის ჩაქრობის სამუშაოებში 100-ზე მეტი მეხანძრეა ჩართული, როგორც ადგილობრივი ისე დამატებითი ჯგუფები სხვადასხვა რეგიონებიდან.

ხანძარის რამდენიმე კერა დაახლოებით 5ჰა-მდე ფართობზე ფიქსირდება . მეხანძრე-მაშველებმა ზოგიერთ ადგილზე უკვე მოახდინეს ხანძრის ლოკალიზება. ხანძრის ჩაქრობის პროცესს ართულებს ქარი და რთული რელიეფი. იმ ადგილზე სადაც ტექნიკით მისვლა შეუძლებელია, ქვეითი მეხანძრე-მაშველები არიან მობილიზებულები, ასევე, მუშაობს ვერტმფრენი.

სახანძრო-სამაშველო ჯგუფების ოპერატიული რეაგირების შედეგად, ამ ეტაპზე დასახლებულ პუნქტში ხანძრის გავრცელების საფრთხე არ არსებობს.