loader

რუსული არხის პროპაგანდისტური სიუჟეტი, რომლის მიხედვით, თბილისის ცენტრალურ უბნებს მესამე დღეა, წყალი და შუქი არ მიეწოდება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რუსული არხის პროპაგანდისტური სიუჟეტი, რომლის მიხედვით, თბილისის ცენტრალურ უბნებს მესამე დღეა, წყალი და შუქი არ მიეწოდება

რამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" გავრცელდა ვიდეო, რომელშიც რუსთაველის გამზირზე ახალგაზრდა მამაკაცი ქუჩაში ბანაობს.
ვიდეოს ავტორის კითხვაზე, თუ რატომ ბანაობდა რუსთაველზე, ბიჭი პასუხობს, რომ გრილდება, თუმცა სრულიად სხვა შინაარსით მიაწოდა ეს კადრები მაყურებელს რუსული ტელეკომანიის, "მირ 24"-ის წამყვანმა და მაყურებელს უთხრა, რომ თბილისის მცხოვრებმა, პროტესტის ნიშნად ქალაქის ცენტრში აბაზანა განათავსა.

"გაუსაძლისი სიცხე საქართველოში იძულებულს ხდის მოსახლეობას, უკიდურეს მეთოდებს მიმართონ. ახალგაზრდა მამაკაცმა, პირდაპირ რუსთაველის გამზირზე განათავსა აბაზანა და უახლოესი შადრევნიდან გაავსო", - იუწყება ტელეარხი "მირ24".

"მამაკაცმა მორიდების გარეშე გამვლელების თვალწინ დაიწყო აბაზანის მიღება. თავისი საქციელი ახსნა იმით, რომ კომუნალურმა კომპანიებმა სხვა გამოსავალი არ დაუტოვეს. უკვე მესამე დღეა, რაც მის სახლში არც წყალი და არ შუქი მიეწოდება.
საქმე ის არის, რომ ქალაქის მმართველებმა გადაწყვიტეს, სიცხეში შეეცვალათ კომუნიკაციები და ცენტრალური უბნების მოსახლეობა სასმელი წყლისა და ელოქტროენერგიის გარეშე დატოვეს. აღშფოთებულმა მოსახლეობამ მიმართა პრეტენზციებით მიმართა მმართველ გუნდს", - ამბობს ტელეარხის წამყვანი.

იხილეთ გავრცელებული ვიდეოს ორიგინალური ვერსია