loader

დიდუბეში, სახლის დემონტაჟისას გარდაცვლილს 3 მცირეწლოვანი ბავშვი და ორსული მეუღლე დარჩა - ტრაგედიის ახალი დეტალები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დიდუბეში, სახლის დემონტაჟისას გარდაცვლილს 3 მცირეწლოვანი ბავშვი და ორსული მეუღლე დარჩა - ტრაგედიის ახალი დეტალები

Palitravideo.ge-ს ინფორმაციით, დიდუბეში, შენობის დემონტაჟისას დაღუპულ მამაკაცს სამი შვილი და ორსული მეუღლე დარჩა დიდუბეში, სოხუმის ქუჩაზე უბედური შემთხვევა მოხდა - ავარიული სახლის ჩანგრევისას, ერთი ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე კი დაშავდა.
თვითმხილველების თქმით, ნგრევისა და ყვირილის ხმა გაიგეს და ადგილზე მისულებს ნანგრევებში მოყოლილი მუშები დახვდნენ.

სახლის დემონტაჟის შედეგად 32 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. ის წალენჯიხის რაიონიდან არის. თბილისში მამაკაცი ოჯახთან ერთად ქირაში ცხოვრობდა. მას სამი მცირეწლოვანი შვილი და ორსული მეუღლე დარჩა.

ამასთან, ნგრევის შედეგად სამი ადამიანია დაშავებული, რომლებიც საავადმყოფოებში არიან გადაყვანილნი.
ცნობილია, რომ შენობის დემონტაჟს "როიალ გრუპი" აწარმოებდა.

ადგილზე ამჟამად კრიმინალური პოლიცია მუშაობს. როგორც Palitravideo.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია.

ტრაგედიის ადგილზე Palitravideo.ge-ს ჟურნალისტი ნარიტა ჩხეიძე მუშაობს, მეტი დეტალის გასარკვევად.