loader

კომპანიამ, რომლის მიერ განხორციელებულ დემონტაჟს 1 ადამიანი შეეწირა, უსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებით გაფრთიხლება 2 დღის წინ მიიღო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კომპანიამ, რომლის მიერ განხორციელებულ დემონტაჟს 1 ადამიანი შეეწირა, უსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებით გაფრთიხლება 2 დღის წინ მიიღო

კომპანიამ, რომლის დემონტაჟსაც 1 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, უსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებით გაფრთიხლება რამდენჯერმე, მათ შორის 2 დღის წინ მიიღო, - ამის შესახებ ჟურნალისტებს დიდუბის გამგებელმა ირმა ზავრადაშვილმა განუცხადა. გამგებელი ამბობს, რომ დემონტაჟს, შემდგომში მშენებლობის მიზნით, სამუშაოებს "როიალ გრუპი" აწარმოებდა.

შეგახსენებთ, რომ დიდუბეში მომხდარ უბედურ შემთხვევაზე გამოძიება სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის მუხლით დაიწყო.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, სოხუმის ქუჩაზე შენობის დემონტაჟი ხორციელდებოდა, რა დროსაც ის ჩამოიგრა. შედეგად გარდაცვლილია ერთი და დაშავებულია რამდენიმე ადამიანი.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია.

ტრაგედიის ადგილზე Palitravideo.ge-ს ჟურნალისტი ნარიტა ჩხეიძე მუშაობს, მეტი დეტალის გასარკვევად.