loader

აფხაზეთში შესაძლოა, სისასტიკით განთქმული რუსული საგანგებო დანიშნულების რაზმი შევიდეს - რა ხდება ოკუპირებულ რეგიონში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

აფხაზეთში შესაძლოა, სისასტიკით განთქმული რუსული საგანგებო დანიშნულების რაზმი შევიდეს - რა ხდება ოკუპირებულ რეგიონში

შესაძლოა, ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთმა საგანგებო დანიშნულების რაზმი, ე.წ. ომონი შეიყვანოს. ეს ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც გახშირებულ კრიმინალზე ხმამაღლა საუბარი დაიწყეს. უფრო კონკრეტულად, აფხაზები მუდმივად წერენ, რომ კორუფციაში ჩაფლულ რეგიონს შველა სჭირდება, - თუმცა არა ისე, როგორც ამას "სტრატეგიული პარტნიორი" აპირებს.

ბოლო დღეებში, მას შემდეგ, რაც გუდაუთაში, კემპინგის რაიონში სათევზაოდ წასული რუსი ტურისტები დააყაჩაღეს, პირველად გააჟღერეს მოთხოვნა - შეიყვანოს რუსეთის ხელმძღვანელობამ ფედერაციაში სისასტიკით ცნობილი "ომონი" და დაალაგოს სიტუაცია.

რუსული "ომონის" ხსენებას აფხაზურ წრეებში პროტესტი მოჰყვა. მათი ნაწილის თქმით, საზოგადოებამ "ხელისუფლებას" უნდა მოსთხოვოს, საკუთარი ძალებით, დაქირავებული ძალოვნების გარეშე გაუმკლავდეს პრობლემებს.
თუმცა, რამდენად რეალურია ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე "ომონის" შეყვანა, ამის შესახებ დადასტურებული ცნობები არ ვრცელდება.

ავტორი: ნარიტა ჩხაიძე