loader

როგორი იქნება სასტუმრო კვარიათში, რომლისთვისაც 30 მილიონი დოლარი გამოიყო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორი იქნება სასტუმრო კვარიათში, რომლისთვისაც 30 მილიონი დოლარი გამოიყო

კვარიათში ახალი სასტუმრო კომპლექსის, "თვინ თაუერსის" მშენებლობა იწყება. მშენებლობას არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში მოღვაწე კომპანია "გრინ ვალეი დეველოპმენტი" ახორციელებს. პროექტი მოიცავს სასტუმრო კომპლექსს, რომლის საერთო მოცულობა 74 ათასი კვადრატული მეტრი იქნება. კომპლექსი ორ ოცდარვა და ერთ ოცსართულიან ნაგებობას ითვალისწინებს. კომპლექსში განთავსდება ერთ-ერთი ყველაზე დიდი სავაჭრო ცენტრი რეგიონში, სპორტულ-გამაჯანსაღებელი და სარეკრეაციო ზონა, ზღვისპირა რესტორნები და კაფე-ბარები, შიდა და გარე ავტოსადგომი. პროექტის საერთო ინვესტიცია 30 მილიონ დოლარს შეადგენს. მშენებლობა 2021 წლის ზაფხულში დასრულდება.