loader

"დებილივით უნდა ვიარო" - რას ამბობენ მძღოლები 100-ქულიანი სისტემის ამოქმედების შემდეგ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"დებილივით უნდა ვიარო" - რას ამბობენ მძღოლები 100-ქულიანი სისტემის ამოქმედების შემდეგ

შსს-ს მონაცემებით, 2017 წლის 1-ელ ივლისს, საქართველოს ყველა რეგიონში საპატრულო პოლიციამ სულ 2 805 საჯარიმო ქვითარი დაწერა, აქედან 1 331 მოქალაქეს კი, მართვის მოწმობის 100-ქულიანი სისტემის პირობებში, ქულები ჩამოაკლო. უწყების ინფორმაციით, მართვის მოწმობის 100-ქულიანი სისტემის ამოქმედებამდე ერთი კვირით ადრე, 24 ივნისს, ჯარიმების რაოდენობა 3 085-ს შეადგენდა, ახალი რეგულაციების ამოქმედების დღეს კი, 280-ით ნაკლები ადმინისტრაციული სამართალდარღვევა დაფიქსირდა.

Palitravideo.ge დაინტერესდა, შეცვალა თუ არა 100-ქულიანი სისტემის ამოქმედებამ ქართველი მძღოლების ქცევა.

ავტორი: თიკო გურაშვილი