loader

კადრები სამეფო ქორწილიდან – ჰანოვერის პრინცი რუს გოგონაზე დაქორწინდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კადრები სამეფო ქორწილიდან – ჰანოვერის პრინცი რუს გოგონაზე დაქორწინდა

33 წლის პრინცის, ერნსტ ავგუსტ ჰანოვერელისა და 30 წლის ჩეხი დიზაინერის, წარმოშობით რუსი ეკატერინე მალიშევას მოკრძალებული სამოქალაქო ქორწინების ცერემონია პარასკევს, 7 ივლისს, ჰანოვერის მერიის შენობაში გაიმართა.

მეორე დღეს კი ჰანოვერის ერთ-ერთ უძველეს ეკლესიაში ჯვრისწერის ბრწყინვალე ცერემონია გაიმართა 400 სტუმრის თანდასწრებით.

საკურთხეველთან დედოფალი მამამ – იგორ მალიშევმა მიიყვანა, ნეფეს კი დედა - შანტალ ხოხული ახლდა, რადგან მამამ – პრინც ერნსტ ავგუსტ მეხუთემ ჯვრისწერაზე დასწრებაზე უარი განაცხადა – მან არ მოიწონა შვილის გადაწყვეტილება.

დედოფალს საქორწინო კაბა მეგობარმა დიზაინერმა სანდრა მანსურმა შეუკერა. კაბა მთლიანად ხელით იკერებოდა და თითქმის 4 თვე დასჭირდა.