რუსი მომღერლის, Иванушки International-ის სოლისტის გარდაცვალების დეტალები ცნობილია
29 ივნისს გარდაიცვალა ოლეგ იაკოვლევი - 90-იანი წლების ცნობილი რუსული ჯგუფის, "Иванушки International"-ის ყოფილი სოლისტი. მომღერალი 47 წლის იყო. მის დაკრძალვაზე მოსკოვის ერთ-ერთ სასაფლაოზე უამრავი ადამიანი შეიკრიბა. ახლობლებისა და ნათესავების გარდა, თავი მოიყარა მრავალმა ცნობილმა ადამიანმაც, მათ შორის, "ივანუშკების" სხვა წევრებმაც.
28 ივლისს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ იაკოვლევი მძიმე მდგომარეობაში იყო ჰოსპიტალიზებული. მისი დიაგნოზი "ორმხრივი პნევმონია" გახლდათ, რაც ღვიძლის ციროზმა გამოიწვია. მომღერალს ჯანმრთელობის პრობლემები დიდი ხანია აწუხებდა. ის წლების მანძილზე გადამეტებული დოზით იღებდა ალკოჰოლს. მომღერლის გარდაცვალების ოფიციალურ მიზეზად გულის გაჩერება სახელდება.