loader

ძლიერი სიცხის შემდეგ საქართველოში ძალიან ცუდი ამინდია მოსალოდნელი: 5-8 ივლისის ამინდის პროგნოზი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ძლიერი სიცხის შემდეგ საქართველოში ძალიან ცუდი ამინდია მოსალოდნელი: 5-8 ივლისის ამინდის პროგნოზი

5-დან 8 ივლისის ჩათვლით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე აგრილდება. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 4 ივლისის დღის ბოლოდან შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან მოსალოდნელია ჰაერის ცივი მასების გავრცელება, რაც ზღვის სანაპირო ზოლში ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვან დაკლებას, ქარს, დროგამოშვებით ძლიერს, ზღვაზე შტორმს, ელჭექს და ნალექებს გამოიწვევს.

5-დან 8 ივლისის ჩათვლით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ცივი ჰაერის მასების გავრცელების გამო აგრილდება. მოსალოდნელია ნალექი (უმეტესად, დასავლეთ საქართველოში), ზოგან ძლიერი, ელჭექი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, აღმოსავლეთ საქართველოში - ზოგან სეტყვა.