loader

გადაბრუნებული "მარშრუტკა" ორთაჭალაში - შემთხვევის შედეგად 8 ადამიანი დაშავდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გადაბრუნებული "მარშრუტკა" ორთაჭალაში - შემთხვევის შედეგად 8 ადამიანი დაშავდა

თბილისში, ორთაჭალაში, რესტორან „ასტორიასთან“ ავარიის შედეგად სამარშრუტო ტაქსი გადაბრუნდა. ავტოსაგზაო შემთხვევა დღეს დილით, დაახლოებით, 08:00 საათზე მოხდა. ერთმანეთს BMW-ს მარკის ავტომობილი და ნომერ 161 სამარშრუტო ტაქსი შეეჯახნენ. ადგილზე მობილებული იყო საპატრულო, სამაშველო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „თბილისის მირკოავტობუსში“ განუცხადეს, შემთხვევის შედეგად 8 ადამიანი დაშავდა, აქედან 5 მათგანი სახლში უკვე გაწერეს, ხოლო 3 კვლავ საავადმყოფოში რჩება, თუმცა მსუბუქი დაზიანებები აქვთ. კომპანიაში ვარაუდობენ, რომ დაშავებულებს სახლში დღის ბოლომდე გაწერენ.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.


ფოტო: სოციალური ქსელიდან