loader

სასამართლო დღეს ანა მარგველაშვილს და მის სკანდალებით მოცულ სიძეს დაჰკითხავს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სასამართლო დღეს ანა მარგველაშვილს და მის სკანდალებით მოცულ სიძეს დაჰკითხავს

პრეზიდენტის შვილის მეგობრის, მიხეილ თათარიშვილის დაცვის მხარე ვარაუდობს, რომ დღეს მოსამართლე გადაწყვეტილების მისაღებად გავა.
ამის შესახებ ჟურნალისტებს მიხეილ თათარიშვილის ადვოკატმა ირმა ჭკადუამ განუცხადა.
ადვოკატის ინფორმაციით, დღევანდელ პროცესზე დაიკითხება ბრალდების ორი, ხოლო დაცვის 6 მოწმე. მოწმეებს შორის არიან საქართველოს პრეზიდენტის ქალიშვილი ანა მარგველაშვილი, ასევე, მინდია გოგოჭური და არჩილ მგელაძე. აღნიშნული პირების ნაწილი იმყოფებოდა მიხეილ თათარიშვილთან დაკავების დროს.

საქართველოს პრეზიდენტის სიძის მეგობარს, მიხეილ თათარიშვილს გამოძიება ნარკოდანაშაულისთვის სდებს ბრალს. წარდგენილ ბრალს არ ეთანხმება თავად ბრალდებული.
ორი დღის წინ გამართულ პროცესზე თათარიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გირაოთი შეეცვალა და ის დარბაზიდან გათავისუფლდა.