loader

გერმანელმა მოზარდებმა ბავარიაში ჩასულ ტაილანდის მეფეს სათამაშო პისტოლეტიდან ესროლეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გერმანელმა მოზარდებმა ბავარიაში ჩასულ ტაილანდის მეფეს სათამაშო პისტოლეტიდან ესროლეს

გერმანელმა მოზარდებმა ბავარიაში ტაილანდის მეფეს რამა X-ს სათამაშო პისტოლეტიდან ესროლეს. ამის შესახებ დასავლური მედია იუწყება. ინციდენტი ქალაქ ერდინგენში 10 ივნისს იმ დროს მოხდა, როდესაც მონარქი ველოსიპედით სეირნობდა. მას ზურგში რამდენიმე პლასტმასის ტყვია მოხვდა. სამართალდამცველებმა 13 და 14 წლის მო ზარდები დააკავეს. 14 წლის ბავშვს სასამართლო პროცესი ელოდება, ხოლო მეორე კი ასაკის გამო გაათავისუფლეს. გამოცემა "ბილდის" ინფორმაციით, ტაილანდის მეფე ბავარიაში შტარნბერგერი ტბასთან ვილებს ფლობს , სადაც ოჯახსთან ერთად დასასვენებლად ჩადის.