loader

გორის მერის მოადგილის ოჯახზე ყაჩაღობის ინსცენირება შვილების ძიძამ მოაწყო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გორის მერის მოადგილის ოჯახზე ყაჩაღობის ინსცენირება შვილების ძიძამ მოაწყო

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გორის მერის მოადგილის, გოგა რაზმაძის ოჯახზე ყაჩაღობის ინსცენირება რაზმაძის შვილების ძიძამ მოაწყო.

აღნიშნულთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს, რომელშიც საქმის დეტალებს აღწერს.

"შსს-ს გორის რაიონულ სამმართველოში 2017 წლის 15 ივნისს, შეტყობინების საფუძველზე, მოქალაქე გ.რ.-ს ოჯახის მიმართ განხორციელებული ყაჩაღობის ფაქტზე, გამოძიება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით დაიწყო.

გამოძიებით დადგინდა, რომ 1986 წელს დაბადებულმა მ. ჯ.-მ, რომელიც, დაახლოებით, სამი წელია, გორში მოქალაქე გ. რ.-ს ოჯახში ძიძად მუშაობს, აღნიშნული ოჯახიდან რამდენიმე თვის წინ ფარულად წამოიღო ოქროს ნივთები.
შსს-ს გორის რაიონულ სამმართველოში აღნიშნულ ფაქტზე ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. მ.ჯ. აღიარებს ჩადენილ დანაშაულს."