loader

გორში მერის მოადგილის ოჯახი დააყაჩაღეს, ყაჩაღობის შემდეგ მაღალჩინოსნის დედა საავადმყოფოში მოხვდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გორში მერის მოადგილის ოჯახი დააყაჩაღეს, ყაჩაღობის შემდეგ მაღალჩინოსნის დედა საავადმყოფოში მოხვდა

გორის ცენტრში, სტალინის ქუჩის #3-ში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში გუშინ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის, გოგა რაზმაძის ოჯახში უცნობი პირები შეიჭრნენ. არსებული ინფორმაციით, ინციდენტის დროს თავად მერის მოადგილე სახლში არ იმყოფებოდა, თუმცა სახლში ოჯახის წევრები იყვნენ. ყაჩაღობის შემდეგ რაზმაძის დედა საავადმყოფოში მოხვდა. ამ დროისთვის მისი მდგომარეობა სტაბილურია.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში აცხადებენ, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. მათივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე დამნაშავის დასადგენად და დასაკავებლად ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.