loader

სიღნაღში, ახალგაზრდებისთვის გახსნილ ერთადერთ სივრცეს, რომელმაც თბილისიც აღაფრთოვანა, დახმარება სჭირდება - ფართი, რომელშიც კაფე მდებარეობს, იყიდება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სიღნაღში, ახალგაზრდებისთვის გახსნილ ერთადერთ სივრცეს, რომელმაც თბილისიც აღაფრთოვანა, დახმარება სჭირდება - ფართი, რომელშიც კაფე მდებარეობს, იყიდება

"ცოდნის კაფე" არის სოციალური საწარმო, რომელიც კახეთში, ქალაქ წნორში მდებარეობს. ეს არის მულტიფუნქციური სივრცე, სადაც კაფე, წიგნის მაღაზია, ბიბლიოთეკა/სამკითხველო და არაფორმალური განათლების მიღების სივრცე ერთიანდება.
იმის გათვალისწინებით, რომ რეგიონებში ახალგაზრდების მთავარი პრობლემა სწორედ საზოგადოებრივი ადგილების არარსებობაა, "ცოდნის კაფე" სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია წნორის ახალგაზრდებისათვის. სამწუხაროდ, ფართი, რომელშიც ეს კაფე მდებარეობს, იყიდება. ამიტომ საჭიროა თანადგომა, რომ როგორმე შეგროვდეს საკმარისი თანხა და წნორის ახალგაზრდებისათვის აუცილებელი ეს ერთადერთი ადგილი როგორმე გადარჩეს.

ავტორი: მაგდა მარიდაშვილი
ოპერატორი: გიგა დანელია
მონტაჟი: გიო კუსიანი