loader

"ხალხი ფანჯრებიდან ხტებოდა" - თვითმხილველი ლონდონის ხანძრის მძიმე დეტალზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ხალხი ფანჯრებიდან ხტებოდა" - თვითმხილველი ლონდონის ხანძრის მძიმე დეტალზე

ლონდონში, 24-სართულიან საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ძლიერი ხანძრის შედეგად 30-ზე მეტი დაშავებულია ჰოსპიტალიზებული. უკვე მოხდა უამრავი მოქალაქის ევაკუაციაც. ტელეკომპანია CNN-ს პირდაპირი რეპორტაჟისას ერთ-ერთმა თვითმხილველმა, ადგილობრივმა ეიუბი ეისიფმა უთხრა, რომ დაინახა, როგორ ხტებოდა ხალხი ფანჯრებიდან.

მოკლედ:
ლონდონში მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლი იწვის.
რა ხდება შემთხვევის ადგილზე:
ადგილზე 200-ზე მეტი მეხანძრე და 50-მდე სახანძრო მანქანა მუშაობს.
24-სართულიან საცხოვრებელ კორპუსში ცეცხლი ყველა სართულზეა მოდებული.
რას აკეთებს სამაშველო სამსახური და პოლიცია:
სამაშველო სამსახური მიმდებარე ტერიტორიიდან მოსახლეობის ევაკუაციას ცდილობს.
პოლიციის ინფორმაციით, ძლიერი ხანძრის გამო, არსებობს შენობის ჩამოშლის საფრთხე.
არის თუ არა მსხვერპლი:
[განახლებული, უახლესი მონაცემები]
მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე არ ვრცელდება.
ლონდონში მრავალსართულიან სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად სულ მცირე, 30 ადამიანი დაშავდა, - აღნიშნულის შესახებ BBC იუწყება.