loader

პოლინა გაგარინა საიდუმლოს ამხელს - როგორ დაიკლო ვარსკვლავმა 40 კილოგრამი? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პოლინა გაგარინა საიდუმლოს ამხელს - როგორ დაიკლო ვარსკვლავმა 40 კილოგრამი?

რუსული ესტრადის ვარსკვლავი პოლინა გაგარინა საზოგადოებამ პროექტ "ფაბრიკიდან" გაიცნო.

დღეს, ალბათ, ცოტა ადამიანი თუ მიხვდება, რომ ეს ის გოგოა, რომელიც პროექტში მონაწილეობდა.

პოლინას ჭარბი წონა აწუხებდა, განსაკუთრებით მას შემდეგ, როცა გათხოვდა და ბავშვი გააჩინა.

მომღერალმა წელიწად-ნახევარში 40 კილო დაიკლო და წონაში კლების საიდუმლო რუსულ გამოცემას გაუმხილა.

"ფაბრიკაში" 57 კილოგრამს ვიწონიდი. შემდეგ გავთხოვდი, ორსულობის დროს 30 კილო მოვიმატე, შემდეგ კიდევ ათი და სარკეში ჩახედვა აღარ მინდოდა.

თუმცა მოვინდომე და წონის დაკლება მოვახერხე. თავდაპირველად მძიმე დიეტაზე ვიყავი, ჩემი რაციონი ასეთი იყო:

1 დღე ბრინჯი

2 დღე ქათმის ფილე

3 დღე ბოსტნეული.

სიმართლე გითხრათ, ეს დიეტა წონის დასაკლებად განსაკუთრებულად ეფექტური არ აღმოჩნდა, ამიტომ ვარჯიშიც დავიწყე.

ყოველდღიურად სამი საათი ვვარჯიშობდი, დავიწყე ცეკვა და ისე ვიღლებოდი, ჭამის თავიც აღარ მქონდა. საბოლოო ჯამში, წელიწად-ნახევარში 40 კილო დავიკელი და ახლა 47 კილოგრამს ვიწონი.

მას შემდეგ ჭარბწონიანობას არ შევუწუხებივარ. ახლა სწორად ვიკვებები და სავარჯიშო დარბაზში დავდივარ" -განაცხადა მომღერალმა.