loader

რა შემთხვევაში შეიქმნება საშიშროება მდინარე ვერეს ხეობაში და რა პროგნოზები აქვს გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა შემთხვევაში შეიქმნება საშიშროება მდინარე ვერეს ხეობაში და რა პროგნოზები აქვს გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსს

პანიკის საფუძველი არ არსებობს, მდინარე ვერე თავის კალაპოტშია, - ამის შესახებ Palitravideo.ge-ს გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსმა თამარ ბაგრატიამ განუცხადა, რომელმაც სპეციალისტებთან ერთად რამდენიმე წუთის წინ მდინარე ვერეს წყლის დონე გაზომა.
ბაგრატიას განცხადებით, მდინარის დონე 120 სმ აღწევს.

”საგანგაშო ნამდვილად არაფერი არ არის. მდინარე ვერის დონე 120 სანტიმეტრია. გამომდინარე იქედან, რომ საკმაოდ ნალექიანი დღე იყო, მოსალოდნელია დონის მომატება, თუმცა, კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს. საგანგაშო მდგომარეობამდე საჭიროა მინიმუმ მდინარის დონის დამატებით 60-70 სანტიმეტრით მომატება. გარემოს ეროვნული სააგენტო მუდმივ მონიტორინგს აწარმოებს. ხვალ დილისთვის მოსალოდნელია ნალექის შესუსტება“, - განაცხადა თამარ ბაგრატიამ.