მცხეთასთან, ავტობანზე მანქანა დაიწვა - ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან
გთავაზობთ ნიკა კახეთელიძის გავრცელებულ ვიდეოს.
მცხეთასთან ახლოს ავტომანქანა დაიწვა. ავტომანქანა ჯებირს შეეჯახა, რის შემდეგაც აალდა. ადგილზე საპატრულო პოლიციასთან ერთად, მობილიზებული იყო სახანძრო და სასწრაფო დახმარების ბრიგადები. მეხანძრეებმა ცეცხლის ჩაქრობა მალევე შეძლეს.
ავტომობილში 3 ადამიანი იმყოფებოდა, რომელთაგან ორი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, დაზარალებულებს მსუბუქი დამწვრობა აღენიშნებათ.
როგორც Palitravideo.ge-ს შსს-ში განუცხადეს მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსი 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.