loader

თბილისელები ფეისბუქზე აზიარებენ მათ მიერ გადაღებულ ფოტოებსა და ვიდეოებს, რომელშიც კაკლისოდენა სეტყვა, დაზიანებული ავტომობილები და დატბორილი ქუჩები ჩანს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თბილისელები ფეისბუქზე აზიარებენ მათ მიერ გადაღებულ ფოტოებსა და ვიდეოებს, რომელშიც კაკლისოდენა სეტყვა, დაზიანებული ავტომობილები და დატბორილი ქუჩები ჩანს

უამინდობა საქართველოში
განახლებადი

მასალაში, რომელსაც უყურებთ, გამოყენებულია ფეისბუქის მომხმარებლების მიერ გამოქვეყნებული ფოტომასალა. გამოყენებულია თამარა მირიანაშვილის ვიდეო.

გლდანის, მუხიანისა და დიდი დიღომის შემდეგ საბურთალოც დაისეტყვა. სეტყვა და ძლიერი წვიმა რამდენიმე წუთის განმავლობაში გრძელდებოდა.

რას ამბობს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში თბილისში ძლიერი წვიმის გამო სარდაფების წყლით დატბორვის შესახებ ოთხი შეტყობინება შევიდა. მათივე ინფორმაციით, გამოძახებები გლდანსა და წერეთლის გამზირიდან დაფიქსირდა.

რას აკეთებს "დელტა"
ირაკლი ქადაგიშვილი, კახეთის გუბერნატორი: "დელტას” სისტემა მუშაობს ახმეტის, გურჯაანის და თელავის მუნიციპალიტეტებში, რადგან სეტყვის განსაკუთრებული საშიშროებაა. სახელმწიფო სამხედო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრმა "დელტამ" 30 რაკეტა ისროლა საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, თუმცა მოგვიანებით საჰაერო ნავიგაციამ პროცესი გააჩერა. რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტებში ღრუბლების განეიტრალების პროცესი მიმდინარეობს".

გამოკეთდება თუ არა ამინდი:
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 10-12 ივნისს საქართველოში ცვალებადი, წვიმიანი ამინდი იქნება.
კერძოდ, 10 ივნისის დღის მეორე ნახევრიდან 12 ივნისამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი. ასევე, მოსალოდნელია სეტყვა და დასავლეთის მიმართულების დროგამოშვებით ძლიერი ქარი.

რა ხდება რეგიონებში:
ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ კახეთის რეგიონი დააზარალა
ამ დროისთვის დასეტყვილია ქალაქი საგარეჯო და სოფელი გიორგიწმინდა. მისივე განცხადებით, ზარალის ოდენობა ამ ეტაპზე უცნობია, თუმცა აქტიურად მუშაობენ მუნიციპალური მონიტორინგის ჯგუფები, რომლებიც ინფორმაციას გუბერნატორის აპარატს აწვდიან.
არსებული ინფორმაციით, დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა სეტყვა საგარეჯოსა და მის მიმდებარე სოფლებში. სეტყვის შედეგად განსაკუთრებული ზიანი მიადგა სოფელ გიორგიწმინდას. ამ დროის მონაცემებით, განადგურებულია სახნავ-სათესები და ვენახები.

ძლიერმა წვიმამ სოფელ ძველ ვეძისში გზა დააზიანა. ადგილზე ჯგუფი და სპეციალური ტექნიკა გაიგზავნება.

ფოტომასალა რეგიონებიდან, სადაც სეტყვამ ძირითადად საგარეჯოსა და ბეთანიას გადაუარა



კადრები უკომენტაროდ: დასეტყვილი მანქანები თბილისში [ლიკა ერქვანიძის ვიდეო]



16: 25 | ძლიერ გაწვიმდა საბურთალოზეც, იყო სეტყვაც