ძლიერი სეტყვა, ამჯერად საბურთალოზე
გლდანის, მუხიანისა და დიდი დიღომის შემდეგ საბურთალოც დაისეტყვა. სეტყვა და ძლიერი წვიმა რამდენიმე წუთის განმავლობაში გრძელდებოდა.
გამოკეთდება თუ არა ამინდი:
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 10-12 ივნისს საქართველოში ცვალებადი, წვიმიანი ამინდი იქნება.
კერძოდ, 10 ივნისის დღის მეორე ნახევრიდან 12 ივნისამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი. ასევე, მოსალოდნელია სეტყვა და დასავლეთის მიმართულების დროგამოშვებით ძლიერი ქარი.
რა ხდება რეგიონებში:
ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ კახეთის რეგიონი დააზარალა
სეტყვამ განსაკუთრებული ზიანი საგარეჯოს რაიონს მიაყენა. არსებული ინფორმაციით, დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა სეტყვა საგარეჯოსა და მის მიმდებარე სოფლებში. სეტყვის შედეგად განსაკუთრებული ზიანი მიადგა სოფელ გიორგიწმინდას. ამ დროის მონაცემებით, განადგურებულია სახნავ-სათესები და ვენახები.