loader

რა ინფორმაციას ფლობენ ავთანდილ ხურციძის მშობლები სპორტსმენის შესაძლო დაკავებაზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა ინფორმაციას ფლობენ ავთანდილ ხურციძის მშობლები სპორტსმენის შესაძლო დაკავებაზე

ქართველი მოკრივის, ავთანდილ ხურციძის ოჯახს ინფორმაცია არ აქვს, აშშ-ში დაკავებულ საქართველოს მოქალაქეებს შორის არის თუ არა მათი ოჯახის წევრიც.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ ავთანდილ ხურციძის დედამ, მაყვალა ხურციძემ განუცხადა, შვილს გუშინ ესაუბრა.
"არაფერი ვიცი, ავთო საქართველოდან ამერიკაში გუშინ, დილის 4 საათზე გაემგზავრა. 8 ივლისს აშშ-ში შეჯიბრი აქვს. სხვა მეტს ვერაფერს გეტყვით. ჩაფრენისთანავე ვესაუბრეთ და გვითხრა, რომ კარგად იმგზავრა", - განაცხადა მაყვალა ხურციძემ.
არაოფიციალური ინფორმაციით, ნიუ-იორკში დაკავებულ 15 ქართველს შორის, რომელსაც ბრალი რუსული კრიმინალური სინდიკატის წევრობაში ედება, შესაძლოა ქართველი სპორტსმენები - ავთანდილ ხურციძე და ლევან მაყაშვილი იყვნენ, თუმცა აღნიშნულის დადასტურება ამ ეტაპზე ვერ ხერხდება. ეჭვები აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ჩამოთვლილი საქართველოს მოქალაქეების სახელებმა და გვარებმა გააჩინა. აშშ-ის ინფორმაციით, ქართველებიდან დაკავებულები არიან: რაჟდენ შულაია, ზურაბ ჯანაშვილი, აკაკი უბილავა, ჰამლეტ უგლავა, მამუკა ჩაგანავა, მიხეილ თორაძე, ავთანდილ კანადაშვილი, ნაზო გაფრინდაშვილი, ზურაბ ბუზიაშვილი, გიორგი ლომიშვილი, დიეგო გაბისონია, ლევან მაყაშვილი, ავთანდილ ხურციძე, ერეკლე კერესელიძე, ნიკოლოზ ჯიქია. ინფორმაცია ამ ეტაპზე არ აქვთ არც კრივის ფედერაციაში.
ავთანდილ ხურციძე WBO-ს ვერსიით დროებითი მსოფლიოს ჩემპიონია, ლევან მაყაშვილი - შერეული ორთაბრძოლების UFC-ს მებრძოლი.