loader

სალომე კორკოტაშვილის თქმით, Super Bowl-ზე აშშ-ის ჰიმნის შესრულებისთვის მიწვევა მიიღო - "მათმა შეფასებამ მოლოდინს გადააჭარბა!" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სალომე კორკოტაშვილის თქმით, Super Bowl-ზე აშშ-ის ჰიმნის შესრულებისთვის მიწვევა მიიღო - "მათმა შეფასებამ მოლოდინს გადააჭარბა!"

მომღერალი სალომე კორკოტაშვილი (SALIO) ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება. როგორც მის მიერ "ფეისბუქზე" ატვირთული ვიდეოდან ჩანს, მომღერალმა ერთ-ერთ ღონისძიებაზე აკაპელაში შეასრულა ამერიკის ჰიმნი. სალომე საკუთარი შესრულებით კმაყოფილია და ამბობს, რომ ამ შესრულების გამო ამერიკელებიც აღაფრთოვანა. ამასთან, მომღერალი წერს, რომ ის Super Bowl-ზე მიიწვიეს აშშ-ის ჰიმნის შესასრულებლად.

"ასე ემოციურად არასდროს არ მიმღერია! ამერიკელების შეფასებამ მოლოდინს გადააჭარბა! მითხრეს, ტოპ ხუთეულში შევდივარ და მათ მიმიწვიეს Super Bowl-ზე, რომ სტადიონზე ვიმღერო ამერიკის ჰიმნი!!
მინდა მადლობა ვუთხრა დათუნა სულიკაშვილს ესეთი ჯადოსნური კაბისთვის და ჩემს ახალ ოჯახს საქართველოს საელჩოს ვაშინგტონში!!!", - დაწერა მომღერალმა "ფეისბუქზე".

Palitravideo.ge ცდილობს მომღერალთან აშშ-ში დაკავშირებას და იმის დაზუსტებას, ნამდვილად მიიღო თუ არა მიწვევა აშშ-ის ჰიმნის Super Bowl-ზე შესრულებაზე. როგორც ცნობილია, Super Bowl-ზე აშშ-ის ჰიმნის შესრულების პატივი ისეთ სახელგანთქმულ მომღერლებს აქვთ, როგორებიც არიან დაიანა როსი, ბილი ჯოელი, ნატალი კოლი, შერი, ქრისტინა აგილერა, ალისია ქისი, ლეიდი გაგა და სხვა...

შეგახსენებთ, რომ Super Bowl ამერიკული ფეხბურთის ეროვნული საფეხბურთო ლიგის ჩემპიონატია.