როგორ გამოიყურება ახალი 5-ლარიანი, რომელიც მიმოქცევაში 1-ლი სექტემბრიდან გამოვა
2017 წლის პირველი სექტემბრიდან საქართველოს ეროვნული ბანკი მიმოქცევაში 5 ლარის ნომინალის განახლებულ ბანკნოტებს გაუშვებს. ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"ლარის განახლების პროცესი გრძელდება. 20, 50 და 100 ლარის ნომინალის განახლებულ ბანკნოტებს 5 ლარის ნომინალის განახლებული ბანკნოტი შეემატა.
განახლებული 5 ლარი მიმდინარე წლის 1-ლი სექტემბრიდან გამოვა და მიმოქცევაში იქნება წინა ემისიების ბანკნოტებთან ერთად.
განახლებულ ბანკნოტზე შენარჩუნებულია თავდაპირველი თემატიკა: წინა მხარეს გამოსახულია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ივანე ჯავახიშვილის განსხვავებული პორტრეტი გაუმჯობესებული რელიეფურობის ხარისხითა და მოცულობით.
ბანკნოტის უკანა მხარეს/რევერსზე გამოსახულია ნიკო ფიროსმანის ტილოები - "მეთევზე წითელ პერანგში" და "კალო". ასევე, საქართველოს სახელმწიფო გერბი.
5 ლარის ნომინალის განახლებული ბანკნოტი დაცულია მომხმარებლისათვის მარტივად აღქმადი და ამავე დროს, თანამედროვე დამცავი ნიშნებით. მათ შორის დატანილია ნომინალის ამომცნობი ნიშანი სუსტი მხედველობის მქონე პირთათვის.