სკანდალური რუსი ეპისკოპოსი 300 000 ლარის ღირებულების Toyota Land Cruiser V8-ით გადაადგილდება
სკანდალურად ცნობილი რუსი ეპისკოპოსი 6 მილიონ რუბლად (დაახლოებით 257 844 ლარი) ღირებული Toyota Land Cruiser V8-ით გამოჩნდა, რითაც საზოგადოების ყურადღება მიიპყრო და განმარტების გაკეთებაც მოუწია, თუ რატომ ეკუთვნის ასეთი ძვირად ღირებული ავტომობილი სასულიერო პირს.
ეპისკოპოსი აცხადებს, რომ მას აღნიშნული მანქანის შესაძენად ფული ადგილობრივი აგროჰოლდინგის გენერალურმა დირექტორმა პაველ ცარელმა გადასცა, რადგან ავტომობილი, რომელსაც მანამდე მართავდა, დამტვრეული იყო.
"დამტვრეული ავტომობილით დავდიოდი, დღის განმავლობაში კი ძალიან დიდხანს მიწევდა ავტომობილში ჯდომა და ქალაქში გადაადგილება. სამწუხაროდ, გზები ყველგან დანგრეულია" - აცხადებს ეპისკოპოსი.