ბარნოვზე მიწით დატვირთულმა "კამაზმა" მსუბუქი ავტომანქანა მიაჭყლიტა
ბარნოვის ქუჩაზე, 49-ე სკოლის გვერდით მიმდინარე სამუშაოების დროს მიწით დატვირთულმა "კამაზმა" ამავე ქუჩაზე მცხოვრები ალექსი შანიძის კუთვნილი მსუბუქი ავტომანქანა დააზიანა. ინფორმაციას და კადრებს ამის შესახებ ჟურნალისტი ნინო მიქიაშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს.