უახლესი ინფორმაცია ბაჩო ახალაიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ოპერაციის შემდეგ
ბაჩო ახალაიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია -ამის შესახებ თავდაცვის ყოფილი მინისტრის ადვოკატმა განაცხადა. მალხაზ ველიჯანაშვილის განმარტებით, ბაჩო ახალაია ნომერ მეცხრე პენიტენციური დაწესებულებიდან სამოქალაქო კლინიკაში გეგმიური შემოწმების მიზნით გადაიყვანეს. ახალაიას შემოწმება 23 მაისს ჩაუტარდა.