მეწყერი ბორჯომში: როგორ გაჰყავთ მაშველებს საშიში ზონიდან ადამიანები
ძლიერმა წვიმამ კახეთში, გორსა და ბორჯომში მოსახლეობას პრობლემები შეუქმნა. როგორც "ინტერპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, წუხელ ბორჯომში, მეწყერსაშიში ზონიდან 13 ადამიანის გაყვანა გახდა საჭირო. ასევე, ძლიერმა წვიმამ პრობლემები შეუქმნა მოსახლეობას შიდა ქართლში - გორში, კახეთში - თელავისა და გურჯაანის სოფლებში. დაიტბორა ეზოები.
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ზოგ შემთხვევაში მოსახლეობა წინასწარ გააფრთხილეს მოსალოდნელი სტიქიის შესახებ, ზოგან კი მათი უსაფრთხო ადგილას გადაყვანა გახდა საჭირო.
სინოპტიკოსების პროგნოზით, წვიმა და ცვალებადი ამინდი მთელი საქართველოს მასშტაბით 24 მაისამდე შენარჩუნდება.