loader

ბაღდადში ტერაქტის შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა, 18 კი დაშავდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბაღდადში ტერაქტის შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა, 18 კი დაშავდა

ერაყის დედაქალაქში ბაღდადში ტერაქტის შედეგად სულ მცირე 13 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 18 კი დაშავდა. აღნიშნულის შესახებ ტელეარხი Al Sumaria იუწყება.

გავრცელებული ინფორმაციით, პირველი აფეთქება მაშინ მოხდა, როდესაც სამართალდამცველებმა ტერორისტი შესამოწმებლად გააჩერეს. მეორე თვთმკვლელმა ტერორისტმა კი, თავი პოლიციის განყოფილებასთან აიფეთქა.

როგორც ბაღდადის პროვინციის ოპერაციების შტაბში აღნიშნეს, ერაყის დაზვერვამ იცოდა, რომ მზადდებოდა თავდასხმა. აქედან გამომდინარე, გამშვებ პუნქტებზე გაძლიერებული იყო უსაფრთხოების ზომები.

აღნიშნულ ტერაქტზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფებამ „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.