ახალი დეტალები ხვედელიძის საქმეში: რა ვიდეომასალას ასაჯაროებენ ადვოკატები
შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილ მოადგილე გელა ხვედელიძეზე თავდამსხმელების იდენტიფიცირება შესაძლებელია, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" გელა ხვედელიძის ადვოკატმა ნათია კორკოტაძემ განუცხადა.
ნათია კორკოტაძემ დღეს გელა ხვედელიძის თავდასხმის საქმეზე ერთ-ერთი სათვალთვალო კამერიდან ამოღებული ვიდეომასალა გაასაჯაროვა და აღნიშნა, რომ საქმის გამოძიება განზრახ ფერხდება.
ადვოკატის თქმით, ვიდეოკადრებში ნათლად ჩანს, რომ გელა ხვედელიძეზე თავდასხმა მიზანმიმართულად მოხდა.
გელა ხვედელიძეს თავს ნიღბიანი პირები 3 აპრილს დაესხნენ. შემთხვევა თარხნიშვილის ქუჩაზე, ხვედელიძის სახლთან მოხდა. ის მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა.
გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.