loader

LIVE: სასულიერო პირებისა და მრევლის ნაწილი ლგბტ თემის აქციის ჩასაშლელად დაიძრა - რა ხდება კანცელარიასთან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

LIVE: სასულიერო პირებისა და მრევლის ნაწილი ლგბტ თემის აქციის ჩასაშლელად დაიძრა - რა ხდება კანცელარიასთან

სასულიერო პირებისა და მრევლის ნაწილი პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან მთავრობის ადმინისტრაციასთან დაიძრა.

ისინი ამ წუთებში საპატრულო პოლიციის მიერ მთავრობის ადმინისტრაციასთან გაკეთებულ კორდონთან იმყოფებიან.

აღსანიშნავია, რომ მთავრობის ადმინისტრაციის მიმდებარე ტერიტორიის ყველა შესასვლელი საპატრულო პოლიციას აქვს ჩაკეტილი.

როგორც მრევლის ნაწილმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ისინი იმ ადგილას მიდიან, სადაც ლგბტ თემის მხარდამჭერები არიან შეკრებილები, რათა მათ აქციის ჩატარების საშუალება არ მისცენ.

მრევლის და სასულიერო პირების დიდი ნაწილი პარლამენტთან რჩება. დაგეგმილია პარაკლისის გადახდა. ადგილზე დაბრძანებულია ხატი. იქვე გაიმართება ქართული მუსიკისა და ცეკვის კონცერტი.