loader

რა მოხდა თბილისის მეტროში, როცა ქალაქში შუქი გაითიშა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა მოხდა თბილისის მეტროში, როცა ქალაქში შუქი გაითიშა

მეტროპოლიტენის საბურთალოს ხაზი მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება. როგორც ”ინტერპრესნიუსს” თბილისის სატრანსპორტო კომპანიიდან აცნობეს, თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზს 16:15 საათზე შეუწყდა ელექტროენერგიის მიწოდება სს „თელასისგან“, რის გამოც საბურთალოს ხაზი დროებით ვერ მოემსახურება მგზავრებს.

კომპანიის ინფორმაციით, ხაზზე მოძრავი ყველა მატარებელი მგზავრებისგან დაიცალა შესაბამის სადგურებზე. თბილისის მეტროს პირველი ხაზი ("ვარკეთილი"-"ახმეტელის თეატრი") მუშაობას აგრძელებს ჩვეულ რეჟიმში.

თბილისის სატრანსპორტო კომპანია შეფერხებისთვის ბოდიშს იხდის.



ავტორი: თიკო გურაშვილი