თბილისში 80 ათასზე მეტი ხე მოიჭრა, დაირგო 670 ათასი - ჭრა ძირითადად ვაკისა და მთაწმინდის რაიონში განხორციელდა
2014-16 წლებში თბილისში სანიტარული ჭრის შედეგად 80 544 ძირი ხე მოიჭრა, მიმდინარე წელს კი, მოსაჭრელად 18 000 დავადებული, ზეხმელი და ფაუტი ხეა მონიშნული.
როგორც ”ინტერპრესნიუსს” თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურში განუცხადეს, ჭრა ძირითადად ვაკისა და მთაწმინდის რაიონში განხორციელდა.
მათივე ინფორმაციით, კონტრაქტორი კომპანიების მიერ ფიტოსანიტარული მონიტორინგი ხორციელდება, რომელთა დასკვნის საფუძველზე სანიტარული ჭრა იგეგმება. მიმდინარე წელს მოსაჭრელად მონიშნულია 18 000 დავადებული, ზეხმელი და ფაუტი ხე.
რაც შეეხება მილიონი ხის დარგვასთან დაკავშირებულ საარჩევნო დაპირებას, ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის ინფორმაციით, 2014 წლის აგვისტოდან დღემდე ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე დარგულია 670 000 ძირი სხვადასხვა სახეობის ნერგი. აქედან დაახლოებით 70% არის ფოთლოვანი და 30% წიწვოვანი.