loader

ირმა ნადირაშვილი ფარცხალაძესა და მის მეუღლესთან დაკავშირებულ კადრებს ავრცელებს - "ეს გაუგონარი ფაქტი პარლამენტმა გამოიძიოს" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ირმა ნადირაშვილი ფარცხალაძესა და მის მეუღლესთან დაკავშირებულ კადრებს ავრცელებს - "ეს გაუგონარი ფაქტი პარლამენტმა გამოიძიოს"

"მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს" წევრმა ირმა ნადირაშვილმა გაავრცელა კადრები, რომელიც მისი თქმით, პარტიის წევრმა გივი თარგამაძემ მოიპოვა კადრები. ნადირაშვილის მტკიცებით, კადრებში ჩანს, რომ ფარცხალაძეს და მის მეუღლეს სახელმწიფო დაცვა ემსახურება.

ვავრცელებთ კადრებს, რომელიც გივი თარგამაძემ მოიპოვა. კადრებში ძალიან ნათლად ჩანს, რომ ფარცხალაძეს და მის მეუღლეს ემსახურება ფინანსური პოლიციის სახელმწიფო დაცვა და სწორედ ამ დაცვის თანხლებით გადაადგილდება ფარცხალაძე. მოვითხოვთ, შეიქმნას საგამოძიებო კომისია და ეს გაუგონარი ფაქტი სწორედ პარლამენტმა გამოიძიოს“, - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.