loader

"შეგც***თ რქაი თვისი მარცხენაი სატანამ" - ანრი ჯოხაძის პასუხი თაკო გაჩეჩილაძის ლოცვაზე "აღლიცინებულ პრადვინუტებს" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"შეგც***თ რქაი თვისი მარცხენაი სატანამ" - ანრი ჯოხაძის პასუხი თაკო გაჩეჩილაძის ლოცვაზე "აღლიცინებულ პრადვინუტებს"

ვიდეოს, რომელიც მომღერალმა თამარა გაჩეჩილაძემ "ინსტაგრამზე" გამოაქვეყნა, უდიდესი გამოხმაურება იმის გამო მოჰყვა, რომ იქ ნაჩვენები იყო, თუ როგორ ლოცულობდა სცენაზე გასვლამდე მომღერალი და მისი შემოქმედებითი ჯგუფი. ამ ვიდეოს ბევრი ნეგატიური და არაკორექტული გამოხმაურება მოჰყვა.
შეიძლება ითქვას, რომ იგივე ტონალობაში, თუმცა განსხვავებული ვიზუალური ფორმითა და უხამსი სტატუსით პასუხობს ანრი ჯოხაძე ყველა იმ ადამიანს, რომლებმაც მომღერალს ლოცვის გამო დასცინეს. ჯოხაძემ, რომელიც თამარა გაჩეჩილაძის სიმღერის ავტორია, გამოაქვეყნა ვიდეოკოლაჟი, რომელშიც სხვადასხვა პოპულარული ადამიანი ლოცულობს. ვიდეოპოსტზე თანდართული სტატუსი კი ამ შინაარსისაა:
"ეს კი პასუხი ლოცვაზე აღლიცინებულ ე.წ "პრადვინუტებს" :):):)
და შეგც***თ რქაი თვისი მარცხენაი სატანამ უკუალა კუალსა მისსა !!!", - წერს ანრი ჯოხაძე.