loader

"მომტყდა ხელი" - ხმაური და დაპირისპირება კანცელარიასთან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მომტყდა ხელი" - ხმაური და დაპირისპირება კანცელარიასთან

მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან “აუდიტორია 115”-ის წევრებსა და სამართალდამცველებს შორის ინციდენტი მოხდა.
“აუდიტორია 115”-ის წევრები და სხვა სტუდენტური მოძრაობები მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან ტყიბულში, მინდელის სახელობის მაღაროში მომხდარ უბედურ შემთხვევას აპროტესტებდნენ. მათი განცხადებით, სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს დასაქმებული ადამიანების უსაფრთხოება.
ისინი მთავრობის ადმინისტრაციის შენობის წინ სიმბოლურად, წითელი საღებავით ცდილობდნენ დაეწერათ ციფრი „4“, შახტაში ოთხი მუშის გარდაცვალების ნიშნად, რისი საშუალებაც მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს. ამას აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.


ავტორი:ნიკა საჯაია