"ხელებს ნუ მიგრიხავ ბიჭო!" - ხმაური და დაპირისპირება პარლამენტთან, სადაც პოლიციამ 3 პირი დააკავა
თბილისში, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე სამართალდამცველებმა ორი პირი დააკავეს. ისინი რუსთაველის გამზირის გადაკეტვას ცდილობდნენ. პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა, რასაც შეხლა-შემოხლა მოჰყვა. ორი პირი ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული.
ტყიბულელი მეშახტეების სოლიდარობის მიზნით რუსთაველზე აქციას „აუდიტორია 115“-ის და პროფკავშირების რამდენიმე წარმომადგენელი მართავს.
ტყიბულის მინდელის შახტაში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა. ამ წუთებში ადგილზე სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.
კადრებს ფეისბუკ გვერდზე ლიბერალი ავრცელებს.