მორიგი ხმაურიანი პროცესი და აქცია სასამართლოსთან ბათუმის ცნობილი მოვლენების გამო - "მკვლელები გარეთ არიან, ჩემს ქმარს რა უნდა ციხეში"
ბრალდებით დაკავებული 9 პირის წინასასამართლო პროცესი ბათუმის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში დასრულდა. სასამართლომ დაკავებულები პატიმრობაში დატოვა. მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ ბრალდების მხარისა და ადვოკატების მიერ წარდგენილი მტკიცებულებები დასაშვებად ცნო.
ადვოკატებმა სასამართლოს, მტკიცებულების სახით, დაცვის ქვეშ მყოფების დახასიათებები და ოჯახური მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია, ასევე, ტელეკომპანიებიდან გამოთხოვილი მასალები წარუდგინეს. ბრალდებულები დუმილის უფლებას იყენებენ. მხოლოდ ერთ-ერთმა უარყო წარდგენილი ბრალი.
აღსანიშნავია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან დაკავებულთა ოჯახის წევრები და ნათესავები იყვნენ შეკრებილები. ისინი პროცესის დასრულების შემდეგ საბადრაგო ტრანსპორტთან მივიდნენ, სადაც ბრალდებულები იყვნენ მოთავსებულნი და მათთან გასაუბრებას შეეცადნენ.
მათი თქმით, ახალგაზრდები უსამართლოდ არიან დაკავებულნი.