loader

დეტალურად: როგორ შეიცვლება პეკინის ქუჩა რეაბილიტაციის შემდეგ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დეტალურად: როგორ შეიცვლება პეკინის ქუჩა რეაბილიტაციის შემდეგ

ივნისის ბოლოს პეკინის ქუჩის სრული, კაპიტალური რეაბილიტაცია დაიწყება. სამუშაოების ფარგლებში განახლდება ბორდიურები, ტროტუარები და ასფალტის საფარი.
  • პროექტის მიმდინარეობისას, გზის მონაკვეთები რიგრიგობით გადაიკეტება, რათა მოძრაობის შეფერხება მინიმალური იყოს.
განახლდება ასევე, მიწისქვეშა კომუნიკაციები და სანიაღვრე სისტემები, რომლებიც 60 წელზე მეტია არ გამოცვლილა.

შეფერხების შემთხვევაში, სატრანსპორტო საშუალებები რა მარშრუტით იმოძრავებენ, ჯერჯერობით უცნობია. გადაადგილების დეტალებს მერიის კეთილმოწყობისა და სატრანსპორტო სამსახურები ერთად შეიმუშავებენ.
სამუშაოების დაწყების ზუსტი თარიღი უცნობია, თუმცა სამუშაოები 15 სექტემბრამდე დასრულდება. პროექტის ღირებულება დაახლოებით, 2 მილიონი ლარი იქნება.

ნარიტა ჩხაიძის მობილური რეპორტაჟი Palitravideo.ge-სთვის