loader

12 მაისამდე წვიმიანი ამინდი გველის - იხილეთ უახლოესი დღეების ვრცელი პროგნოზი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

12 მაისამდე წვიმიანი ამინდი გველის - იხილეთ უახლოესი დღეების ვრცელი პროგნოზი

საქართველოში 12 მაისამდე არამდგრადი, დროგამოშვებით წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურში აცხადებენ, რომ დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში წვიმაა მოსალოდნელი.

აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში, მათ შორის, თბილისში, შაბათს მოსალოდნელია პერიოდულად ხანმოკლე წვიმა, ელჭექით. ზოგან შესაძლებელია სეტყვა. დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 18-23 გრადუსი იქნება; 7 მაისს, დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში დღის პირველ ნახევარში მზიანი ამინდი იქნება, თუმცა დღის ბოლოს იწვიმებს. აღმოსავლეთის უმეტეს რაიონში, მათ შორის, თბილისში, პერიოდულად შენარჩუნდება ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ზოგან შესაძლებელია სეტყვა. 8 მაისს, საქართველოს უმეტეს რაიონში, მათ შორის, თბილისში, კვლავ შენარჩუნდება პერიოდულად ხანმოკლე წვიმა, ელჭექით.