loader

სათვალთვალო კამერის ჩანაწერი, რომელშიც გონიოში მომხდარი საზარელი ავარიის მომენტი ჩანს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სათვალთვალო კამერის ჩანაწერი, რომელშიც გონიოში მომხდარი საზარელი ავარიის მომენტი ჩანს

გონიოში, ცენტრალურ საავტომობილო გზაზე მომხდარ ავარიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო ერთი მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს. შემთხვევა გუშინ დილით მოხდა, ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილები შეეჯახნენ. ადგილზე სამაშველო-სასწრაფო და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები იყვნენ მობილიზებულნი.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი პირის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ვიდეოკადრებს "აჭარის ტელევიზია" ავრცელებს.