"მუსოლინის სისტემა თქვენ დაგვიტოვეთ მემკვიდრეობით" - ირაკლი კობახიძე სერგო რატიანს
მუსოლინის სისტემა თქვენ დაგვიტოვეთ მემკვიდრეობით და ჩვენ მუსოლინის სისტემას დემოკრატიული სისტემით ვცვლით, ბატონო სერგო, - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საპარლამენტო უმცირესობის წევრის, სერგო რატიანის კრიტიკას კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით.
სერგო რატიანმა საკონსტიტუციო კომისიის მიერ მომზადებული პაკეტი გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ საარჩევნო სისტემა, რომელიც უმრავლესობამ შესთავაზა ქვეყანას, იმავე პრინციპებით მეოცე საუკუნეში მუსოლინიმ შესთავაზა იტალიის პარლამენტს.