loader

ვინ იყო 21 წლის გოგონა, რომელიც ელიავას ბაზრობასთან მანქანის დაჯახების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვინ იყო 21 წლის გოგონა, რომელიც ელიავას ბაზრობასთან მანქანის დაჯახების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა

გუშინ, 2 მაისს, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, ელიავას ბაზრობის მიმდებარედ, ავტომანქანის დაჯახების შედეგად, ქვეითად მოსიარულე ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა.
თვითმხილველების თქმით, "მიცუბიშის" მარკის ავტომობილი ახალგაზრდას მაშინ დაეჯახა, როცა ის თანმხლებ პირთან ერთად გზაზე გადადიოდა.
როგორც AMBEBI.GE-მ გაარკვია, გარდაცვლილი 21 წლის ჯული დავითაძეა. თავდაპირველად, გავრცელდა
ინფორმაცია, რომ გოგონა გზაზე თანმხლებ ბიჭთან ერთად გადადიოდა, თუმცა აღმოჩნდა, რომ შემთხვევის დროს ჯული დავითაძესთან ერთად მისი და იმყოფებოდა, რომელიც მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაზარალებულის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ჯული დავითაძე მაღალმთიანი აჭარის ერთ-ერთი სოფლიდანაა და თბილისში სასწავლებლად იყო ჩამოსული.
"ფეისბუქის" გვერდზე გარდაცვლილი გოგონას ნათესავი ფოტოებს და სამძიმრის ტექსტს ავრცელებს:
"ჩემო გემრიელო ჯული, მოგვიკალი დღეს გული. შენს ლამაზ სახეზე სულ ღიმილი იყო... შენი ცხოვრება ახლა იწყებოდა... რატო მოხდა ასე?" - წერს გარდაცვლილის ნათესავი თეონა დავითაძე.