loader

"ბატონო უჩა, რელსებს ასცდით" - შელაპარაკება ნანუაშვილსა და ვანო ზარდიაშვილს შორის - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ბატონო უჩა, რელსებს ასცდით" - შელაპარაკება ნანუაშვილსა და ვანო ზარდიაშვილს შორის

სახალხო დამცველ უჩა ნანუაშვილსა და დეპუტატ ვანო ზარდიაშვილს შორის პარლამენტში სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა. ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე, რომელზეც სახალხო დამცველი დეპუტატებს 2016 წლის ანგარიშს აცნობს, ვანო ზარდიაშვილი დაინტერესდა მოსამართლეების შეურაცხყოფის დაუშვებლობასთან დაკავშირებით უჩა ნანუაშვილის პოზიციით. დეპუტატმა აღნიშნა, რომ სასამართლო სისტემის მიზანმიმართული დისკრედიტაცია მიმდინარეობს, რაშიც სახალხო დამცველიცაა ჩაბმული. ამის საპასუხოდ უჩა ნანუაშვილმა დეპუტატი სახალხო დამცველის დისკრედიტაციაში და სიცრუის ტირაჟირებაში დაადანაშაულა.