loader

ოხ, ჯანდაბა, ოხრად დარჩნენ ესენი" - მარნეულის საბავშვო ბაღის ტერიტორიაზე გველი იპოვეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ოხ, ჯანდაბა, ოხრად დარჩნენ ესენი" - მარნეულის საბავშვო ბაღის ტერიტორიაზე გველი იპოვეს

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ თამარისში, საბავშვო ბაღის ტერიტორიაზე ქვეწარმავალი იპოვეს. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე წლების წინ ფერმა იყო. ისინი ქვეწარმავლების სიმრავლეს სწორედ ამ ფაქტს უკავშირებენ.

თამარისის მოსახლეობის თქმით, რამდენიმე წლის წინ გველი ბაღის შენობაშიც ნახეს და მაშინ მარნეულის გამგეობამ ჰერპეტოლოგების დახმარებით შენობა შეწამლა, ჩატარდა საძირკვლისა და შენობის იატაკის გამაგრებითი სამუშაოები, იატაკზე მოხდა სპეციალური დამცავი ბადის დატანება.

მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობაში აცხადებენ, რომ უსაფრთხოების დაცვის მიზნით, თამარისის საბავშვო ბაღი რამდენიმე დღით დაიკეტება და სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდება.

მარიამ ვარდოშვილი, Palitravideo.ge მარნეულიდან