რა მოხდა ზესტაფონის ქუჩაზე, რამაც მოსახლეობის ევაკუაცია გამოიწვია?
ზესტაფონის ქ. #19ა-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს. როგორც ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ირაკლი ხელაძემ განაცხადა, ევაკუაციის მიზეზი კორპუსში მიმდინარე გამაგრებითი სამუშაოებია. მისივე თქმით, ერთი კვირის შემდეგ იქნება ცნობილი, თუ რა დროში მოხდება კორპუსის სრული გამაგრება.