loader

ვინ იყო პროფესორი რეზო გაგუა, რომელიც დღეს გარდაიცვალა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვინ იყო პროფესორი რეზო გაგუა, რომელიც დღეს გარდაიცვალა

საქართველოს ონკოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი, ონკოლოგიის ნაციონალური ცენტრის გენერალური დირექტორი რეზო გაგუა გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, პროფესორი კლინიკაში გარდაცვლილი იპოვეს.

71 წლის პროფესორის გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

რეზო გაგუა დაიბადა 1945 წელს, ქალაქ ფოთში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1969 წელს.

1969-70 წწ. იყო ფოთის საავადმყოფოს ქირურგი; 1970-72 წწ. მოსკოვის კლინიკური და ექსპერიმენტული ქირურგიის ინსტიტუტის კლინიკური ორდინატორი; 1972-75 წწ. მოსკოვის სამედიცინო ინსტიტუტის ასპირანტი; 1975-79 წწ. თბილისის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი; 1989 წლიდან საქართველოს ონკოლოგიის სამეცნიერო ცენტრის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში და თორაკალური ონკოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი. ავტორია 160-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, ეკუთვნის 7 გამოგონება საავტორო უფლებებით, 14 რაციონალიზატორული წინადადება. 1989 წლიდან არის ჯანდაცვის სამინისტროს მთავარი ონკოლოგი. ექიმი ქირურგი-ონკოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "რეთორაკოტომია ფილტვებისა და შუასაყრის ქირურგიაში", დაიცვა 1975 წელს.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "ადგილობრივად გავრცელებული ფილტვის კიბო", დაიცვა 1991 წელს.

რეზო გოგუა იყო მედიკო-ბიოლოგიური აკადემიის წევრი, ნიუ-იორკის მეცნიერებათა აკადემიის წევრი, ქირურგთა საერთაშორისო ასოციაციის წევრი.

მიღებული აქვს ღირსების მედალი (1998), ასევე, საქართველოს სახელმწიფო პრემია და პროფესორ ანდრო ღვამიჩავას სახელობის პრემია.