კადრები ბათუმიდან, სადაც 60 წლამდე მამაკაცი შახტაში ჩავარდა და ადგილზე გარდაიცვალა
ბათუმში, ფარნავაზ მეფის ქუჩაზე მშენებარე ობიექტზე არსებულ შახტაში 60 წლამდე მამაკაცი ჩავარდა და ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევის ადგილზე სამაშველო-სასწრაფო დახმარების ბრიგადები არიან მობილიზებულნი. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ 240- ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო-სამშენებლო ნორმების უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.
მარიკო კეკელიძე, Palitravideo.ge ბათუმიდან
მარიკო კეკელიძე, Palitravideo.ge ბათუმიდან