loader

რა ხდება საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა ხდება საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ

საფრანგეთში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში პოლიტიკური მოძრაობა "წინ"-ის ლიდერმა ემანუელ მაკრონმა ამომრჩეველთა ხმების 23,75% მიიღო, "ეროვნული ფრონტის" ლიდერმა მარინ ლე პენმა - 21,53%.

ეს ორი კანდიდატი ერთმანეთს საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში დაუპირისპირდება, რომელიც 7 მაისს გაიმართება.

რაც შეეხება სხვა კანდიდატებს, საბოლოო შედეგები ასეთია: ფრანსუა ფიიონი - 19,91%, ჟან-ლიუკ მელანშონი - 19,64%, ბენუა ამონი - 6,35%, ნიკოლა დიუპონ-ენიანი - 4,75%, ჟან ლასალი - 1,22%, ფილიპ პუტუ - 1,10%, ფრანსუა ასელინო - 0,92%, ნატალი არტო - 0,65%, ჟაკ შემინადი - 0,18%.

აღსანიშნავია, რომ ამომრჩეველთა აქტივობამ 78,69% შეადგინა. 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობამ 80,42% შეადგინა.